მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, სადაც სუფთა წყალი ყველაზე ძვირად ფასობს

5b38ec8644f1f
მარიამ ადამია
01.07.18 20:00
6178
ორგანიზაცია WaterAid-მა უახლესი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის შედეგადაც ექსპერტებმა დაითვალეს, თუ რა ღირს წყალი სხვადასხვა ქვეყნებში და როგორც აღმოჩნდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 650 მილიონი ადამანია, ვისაც სუფთა წყალზე წვდომა საერთოდ არ აქვს.
არსებობს მოსაზრება, რომ ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობას არც წყალზე წვდომა და არც მათი ყიდვის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ამ მოსაზრებას ექსპერტები არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ სწორედ ასეთი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ წყალს და იხდიან იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე მდიდარი ქვეყნის მოქალაქეები.

შედარებისთის, მაგალითად ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ხალხი საკუთარი შემოსავლის დაახლოებით 0,1%-ს წყალზე ხარჯავს, ხოლო ღარიბ ქვეყანაში იმისათვის, რომ წყლის მინიმალური ნორმა მაინც მიიღონ, ამაზე შემოსავლის ნახევარს ხარჯავენ.
სწორედ ასეთი ქვეყნის სიაშია - პაპუა ახალი გვინეა, სადაც მოსახლეობა 2,60 დოლარს, ანუ შემოსავლის დაახლოებით 54%-ს, 50 ლიტრ წყალზე ხარჯავს, ხოლო ქვეყნის 60%, ანუ 7.3 მილიონი ადამიანი საერთოდ სუფთა და უსაფრთხო წყლის გარეშე ცხოვრობს.

თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა კამბოჯაშიც, თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში წყლის საკითხებიქვეყანაში მეტ-ნაკლებად გამოსწორებულია.
ეთიოპიაში კი, მოსახლეობა სასმელ წყალზე ყოველდღიურად შემოსავლის 15%-ს ხარჯავს, ხოლო მადაგასკარზე ეს მაჩვენებელი 45%-მდეა. მათ კი ვისაც იმის საშუალება არ აქვთ, რომ სუფთა წყალი მიიღონ, არარეკომენდირებული წყლითაც სარგებლობენ.

წყლის ნაკლებობა ინდოეთსაც აწუხებს, სადაც 0,71 დოლარია წყლის ღირებულება და ამაზე, დღიურად შემოსავლის 17%-ი იხარჯება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყანაში ყოველდღიურად 140 ადამიანი იღუპება დიარიით, სწორედ იმის გამო, რომ არ აქვთ წვდომა სუფთა, დასალევად რეკომენდირებულ წყალზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები