მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, სადაც ყოველ ას მოსახლეზე კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა

60461ffb6d7c2
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.21 00:10
957
ანალიტიკური პლატფორმა Statista-ს მონაცემებით, ყოველ 100 მოსახლეზე ვაქცინაციის მიხედვით, მსოფლიოში ისევ ისრაელი ლიდერობს.

ქვეყანაში ყოველი 100 მოქალაქიდან, 8 მარტის მონაცემებით, ვაქცინის დოზა უკვე 99.88-მა პირმა მიიღო.

ისრაელის შემდეგ ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არაბეთის გაერთიანებულ საამიროშია, სადაც ყოველ 100 მოსახლეზე 63.55 ადამიანმა მიიღო ვაქცინის დოზა. შემდეგ კი დიდი ბრიტანეთი მოდის, სადაც ყოველ 100 მოსახლეზე ვაქცინაცია 33.71 პირს ჩაუტარდა.

რაც შეეხება აშშ-ის, ვაქცინის სასურველი დოზა 100 მოსახლეზე 26.29 ადამიანმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო და დღეში აცრა საშუალოდ 150,000 მოქალაქეს უტარდება. ქვეყანამ პანდემიის ადრეულ ეტაპზევე დაჯავშნა ამერიკულ-გერმანული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა, რომელიც 90%-ის შემთხვევაშია ეფექტური.

TOP-8 ქვეყანა კოვიდ-ვაქცინაციის მიხედვით, შემდეგია:

1. ისრაელი
2. არაბეთის გაერთიანებული საამირო
3. დიდი ბრიტანეთი
4. აშშ
5. სერბეთი
6. ჩილე
7. დანია
8. მაროკო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები