მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ხორციელდება

58569d0d80a60
BM.GE
18.12.16 18:26
3228
საერთაშორისო სავალუტო ფონდი გასული წლის მსოფლიოში განხორციელებული ინვესტიციების მონაცემებს აქვეყნებს. გასულ წელს საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მილიარდ 564 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი წილი, 11% აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ სამეფოზე მოდიოდა, 10-10% ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგზე, ხოლო 7% კი თურქეთზე.

გასულ წელს ყველაზე მეტი  ინვესტიცია ნიდერლანდებში ($3,939,415 მლნ), ლუქსემბურგსა ($3,271,769 მლნ) და ამერიკის შეერთებულ შტატებში ($3,134,199 მლნ) განხორციელდა. შემდეგ პოზიციებზე არიან ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო და სინგაპური. ათეულში შედის ირლანდია, გერმანია და შვეიცარიაც.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, პირველ ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები ($5,040,648 მლნ). მეორე და მესამე ადგილებზე ნიდერლანდები ($4,680,387 მლნ) და ლუქსემბურგი ($3,829, 107 მლნ). ხუთეულში შედიან გაერთიანებული სამეფო ($1,563,856 მლნ) და ჩინეთი ($1,383, 586 მლნ). იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა არიან გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, შვეიცარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები