მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, სადაც ექიმებს ყველაზე მეტი ანაზღაურება აქვთ

ექიმები

ექიმების საშუალო წლიური ანაზღაურება ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება და მასზე გავლენას ჯანდაცვის სისტემა, სახელმწიფო ბიუჯეტი და ცხოვრების ღირებულება ახდენს.

Med Salary Data-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს, მედიკოსებისთვის უმაღლესი საშუალო ანაზღაურებით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია - ამერიკაში ექიმების წლიური საშუალო შემოსავალი 310 000 აშშ დოლარს აღწევს. მეორე პოზიციას შვეიცარია იკავებს 260 000 დოლარით, შემდეგ კი მოდიან არაბთა გაერთიანებული საამიროები 240 000 დოლარით და ავსტრალია - 215 000 დოლარით.

ევროპის მასშტაბით ლიდერი ქვეყნები გერმანია, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო არიან, თუმცა მთლიანობაში ევროპაში ექიმების ანაზღაურება აშშ-სა და არაბულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია. მაგალითად, საფრანგეთსა და ბრიტანეთში ექიმების წლიური შემოსავალი საშუალოდ 145 000–155 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ქვეყანა საშუალო წლიური ხელფასი (USD)
აშშ $310,000
შვეიცარია $260,000
UAE $240,000
ავსტრალია $215,000
კანადა $210,000
გერმანია $165,000
დიდი ბრიტანეთი $150,000
საფრანგეთი $145,000
ნიდერლანდები $155,000
იაპონია $170,000

ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ექიმები ყველაზე მაღალ ნომინალურ ხელფასებს იღებენ, რიგი ქვეყნები უკეთეს სამუშაო/ცხოვრების ბალანსს სთავაზობენ. ასევე, მაგალითად, რიგ ქვეყნებში - მათ შორის კანადასა და გერმანიაში შედარებით დაბალი საგადასახადო ტვირთი და ძლიერი სოციალური გარანტიები ექიმებს უკეთეს სამუშაო პირობებს, ცხოვრების ხარისხსა და სტაბილურ საპენსიო სისტემას სთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება აშშ-ის დონეს ვერ აღწევს.

რაც შეეხება 2025–2030 წლების ტენდენციებს, პუბლიკაციის მიხედვით, მომდევნო წლებში ჯანდაცვის სექტორში მოთხოვნის ზრდაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით ვიწრო პროფილის სპეციალისტებზე - კარდიოლოგებზე, ნეიროქირურგებსა და ორთოპედებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები