1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე მსოფლიო დაზოგვის დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია იყო. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და მისი მიზანი, საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისებაა.