მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც კრედიტი ყველაზე ძვირია

ფული, დოლარი, ევრო ვალუტა

ქვეყნის განვითარებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კრედიტის ანუ ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას უკავშირდება. იქ, სადაც კრედიტი ძვირია, ბიზნესი ვერ ვითარდება, კომპანიები ვერ ფართოვდებიან, მოქალაქეები სიმდიდრეს ვერ აგროვებენ, უძრავი ქონების სექტორი ვერ იზრდება და ეკონომიკური ზრდის ტემპიც ეცემა.

ზოგიერთ ქვეყანაში კრედიტი იმდენად ძვირია, რომ მისი დაფარვა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, ამიტომ ადამიანები საკრედიტო დაწესებულებებს ერიდებიან და, როგორც იტყვიან, ფულს ხელზე ასესხებენ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში სამომხმარებლო სესხის მოცულობა საშუალოდ 15-16%-ის ფარგლებშია, ხოლო იპოთეკური სესხის საშუალო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 12%-ს შეადგენს.

ამჯერად წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, სადაც მაღალი ინფლაციის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ვალუტის დევალვაციის გამო, კრედიტი კოლოსალურად ძვირია:

1. ზიმბაბვე
საშუალო განაკვეთი: 170%

2. არგენტინა
საშუალო განაკვეთი: 97%

3. ვენესუელა
განაკვეთი: 60%

4. თურქეთი
განაკვეთი: 57%

5. მადაგასკარი
საშუალო განაკვეთი: 54%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები