ევროპის პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში, უკვე რამდენიმე წელია ოვერტურიზმის პრობლემის გადაჭრას ცდილობენ. არაერთ ქვეყანაში ტურიზმის კონტროლის მექანიზმად "ტურისტულ გადასახადს" იყენებენ, რომელიც არაპირდაპირ ხორციელდება განთავსების ობიექტების მომწოდებლების ან ტურისტული კომპანიების მეშვეობით და, როგორც წესი, ეხება იმ ტურისტებს, რომლებიც ქალაქში ღამისთევით რჩებიან. ტურისტული გადასახადის შემოღებას, წელს არაერთი ქვეყანა გეგმავს, იმ ქვეყნების ნაწილი კი, სადაც ეს მექანიზმი უკვე ამოქმედებულია, ტარიფის გაძვირებას აანონსებს. უფრო კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი და რა თანხით განისაზღვრება თითოეული მათგანის შემთხვევაში ეს გადასახადი?