მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ მანგანუმს მოიპოვებენ

მანგანეცი

მანგანუმის გლობალური ბაზარი ბოლო წლებში არასტაბილურობით გამოირჩეოდა. გაზრდილ მოპოვებასა და შემცირებულ მოთხოვნასთან ერთად, ნედლეულზე ფასებიც 2022 წლიდან დავარდა, შემდეგ კი მცირედით გაიზარდა და სტაბილურად შენარჩუნდა 2024 წლის მეორე კვარტალიდან.

მანგანუმის მთავარი მომხმარებელი ფოლადის სექტორია, რომელიც მეტალს იყენებს როგორც შენადნობს, რაც მთავარი სამშენებლო მასალების გამტკიცებისთვისაა საჭირო. ამასთან, მანგანუმის დიოქსიდი და ოქსიდი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ბატარეების წარმოებაში.

გლობალურ ვაჭრობაში მანგანუმი რიგით 478-ე ყველაზე გაცვლადი პროდუქტია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომელ ქვეყნებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ მანგანუმს.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის (USGS)-ის თანახმად, ასეთი სამხრეთ აფრიკაა, რომელზეც მსოფლიოში მანგანუმის წარმოების 36% მოდის. ამასთან, მანგანუმის გლობალური რეზერვების 38% სწორედ სამხრეთ აფრიკაში ინახება.

10 ქვეყანა, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი მანგანუმი მოიპოვეს - USGS

  1. სამხრეთ აფრიკა - 7.2 მილიონი ტონა
  2. გაბონი - 4.6 მილიონი ტონა
  3. ავსტრალია - 3 მილიონი ტონა
  4. განა - 840 ათასი ტონა
  5. ჩინეთი - 740 ათასი ტონა
  6. ინდოეთი - 720 ათასი ტონა
  7. ბრაზილია - 620 ათასი ტონა
  8. კოტ-დ'ივუარი - 390 ათასი ტონა
  9. უკრაინა- 320 ათასი ტონა
  10. მალაიზია - 250 ათასი ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები