ოფიციალური სამუშაო საათები, რომელიც კვირაში 34 -დან 40 სამუშაო საათს მოიცავს, ძირითადად ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში მოქმედებს, თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც ადამიანები კვირის განმავლობაში ბევრად მეტ საათს მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ სამუშაო საათების რაოდენობა პირდაპირ კავშირში არ არის შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და ანაზღაურებასთან, რადგან განვითარებად ქვეყნებში მილიონობით ადამიანს ზეგანაკვეთურად უწევს მუშაობა. რომელ ქვეყნებში მუშაობენ ყველაზე მეტს და კვირაში რამდენი საათით განისაზღვრება იქ დასაქმებულების სამუშაო გრაფიკი?