შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე მეტი ქართველის დეპორტაცია თურქეთიდან განხორციელდა. კერძოდ, 1 თვეში თურქეთიდან 133 ქართველი დააბრუნეს სამშობლოში იძულებით.
მეორე ადგილზე ისრაელია 66 მოქალაქით, მესამეზე კი გერმანია 52 მოქალაქით.
ამავე პერიოდში 22 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა საფრანგეთიდან, 20-ის კი ავსტრიიდან.
ოქტომებრში 13 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა რუსეთიდან, 7-ის იტალიიდან, 6-ის კი შვედეთიდან.
5-5 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა დიდი ბრიტანეთიდან და ბელგიიდან.
ჯამში ერთ თვეში, სხვადასხვა ქვეყნებიდან 300-მდე ქართველის დეპორტაცია მოხდა.