მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საწვავი შემოდის

5b6ff084a26f2
BM.GE
12.08.18 14:00
1185
ქვეყნების მიხედვით 2018 წლის ივლისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 34,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 19,4 ათასი ტონა (17,8%), რუსეთი - 16,5 ათასი ტონა (15,1%), ბულგარეთი - 15,2 ათასი ტონა (13,9 %); თურქმენეთი - 14,0 ათასი ტონა (12,8%); საბერძნეთი - 9,6 ათასი ტონა (8,8%). 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 162,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 160,1 ათასი ტონა (25,6%); თურქმენეთი - 105,8 ათასი ტონა (16,9%); აზერბაიჯანი - 93,1 ათასი ტონა (14,9%), ბულგარეთი - 66,3 ათასი ტონა (10,6%); საბერძნეთი - 37,8 ათასი ტონა (6,0%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები