მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები "საუკეთესო ინტერნეტით"

5bf422239bcc7
მარიამ ადამია
20.11.18 19:11
1336
World Internet Development Report-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, იმ ქვეყნების რეიტინგი შედგა, სადაც ინტერნეტი ყველაზე მაღალ დონეზე არის განვითარეული. სიაში, სულ მსოფლიოს 45 ქვეყანა, მათ შორის ხუთივე კონტინენტის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები დასახელდა, რომლებიც ექვსი სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით შეფასდნენ. ესენია: ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციების ძალა, სამრეწველო განვითარება, ინტერნეტის გამოყენება, ქსელური უსაფრთხოება და ინტერნეტ-მართვა.

ინტერნეტის განვითარების მხრივ, საუკეთესო მაჩვენებლით ტოპ-10-ში სახელდება:

10. იაპონია

ინდექსი: 48,75

იაპონია- ერთ-ერთი ლიდერია ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. აქ არსებობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის განლაგების უნიკალური მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა შემცირდეს სამშენებლო ხარჯები და გაზარდოს წინააღმდეგობა მიწისძვრებისთვის.

9. გერმანია

ინდექსი: 49,24
მეცხრე პოზიციაზე გერმანია დასახელდა, სადაც მნიშვნელოვნად იზრდება, როგორც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ასევე ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, გერმანიაში მცხოვრებთა 57%-ს სწრაფი ინტერნეტი აქვს.

8. შვეიცარია

ინდექსი: 49,41
ინტერნეტის ხელმისაწვდომობა შვეიცარიაში ძირითადად წარმოდგენილია ციფრული აბონენტის (DSL) და კოაქსიალური კაბელების საშუალებით. სხვა xDSL ტექნოლოგიები და ასევე ოპტიკური კომუნიკაცია ძირითადად ბიზნესში გამოიყენება.

7. ნიდერლანდების სამეფო

ინდექსი: 49,74

ათეულში მოხვდა ნიდერლანდებიც. ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში ინტერნეტის ფართო სპექტრით სარგებლობს და კვლევაში თითქმის ყველა მაჩვენებელში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.


6. ნორვეგია
ინდექსი: 49,87

თუკი ისტორიას გადავხედავთ, ნორვეგია, პირველი არაინგლისურენოვანი ქვეყანაა, სადაც ინტერნეტი გამოჩნდა. დღეს კი, ყველაზე განითარებული ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მეექვსე პოზიციაზე სახელდება.

5. შვედეთი

ინდექსი: 51,15
ინტერნეტის ხელმისაწვდომობა შვედეთში კერძო მომხმარებლისათვის ძირითადად საკაბელო არხების მეშვეობით ხდება. ასევე არსებობს ქსელები, რომლებიც დაკავშირებულია Ethernet- ის მეშვეობით სპილენძის და ბოჭკოვანი ხაზებით. საკაბელო ინტერნეტის უმსხვილესი მიმწოდებელი კი შვედეთში - კომპანია Com Hem-ია.

4. სინგაპური

ინდექსი: 51,23
4,1 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში 75%-ი ინტერნეტმომხმარებელია და ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად უსწრებს მის მეზობელ ქვეყნებს - მალაიზიასა და ინდონეზიას. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სტანდარტების მიხედვით, აქ არის ძალიან მაღალი დონის ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე.

3. დიდი ბრიტანეთი
ინდექსი: 52,4
სამეულში სახელდება დიდი ბრიტანეთი, სადაც ინტერნეტი ქვეყნის მაცხოვრებელთა შორის სახელმწიფო დონეზეა გადანაწილებული და ეს არის ქვეყანა ინტერნეტიზაციის უმაღლესი მაჩვენებლებით. ისტორია კი 1990-იან წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში ასიმეტრიული ციფრული აბონენტის ხაზი დაინერგა.

2. ჩინეთი
ინდექსი: 53,23
რიგით მეორე პოზიციას ჩინეთი იკავებს, სადაც ინტერნეტი პირველად 1994 წელს გამოჩნდა. დღეს კი მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი აქვთ. ყველაზე მსხვილი პროვაიდერები კი, ტელეკომია, რომელსაც ბაზრის 48% უჭირავს, შემდეგ მოდის უნიკომი -16% და ჩინეთის მობილური -11%, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც საყოფაცხოვრებო კავშირის მომსახურებას, ასევე მობილურ მომსახურებას.


1. აშშ
ინდექსი: 60

ინტერნეტის განვითარების მხრივ, ლიდერი ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა 277 მილიონს აჭარბებს. მათგან 65%-ის ასაკი 18-ია და ძირითადად სოციალური ქსელებისთვის მოიხმარენ ინტერნეტს. 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, ეს მაჩვენებელი 90%-ია, ხოლო 65-წელზე მეტი ასაკის მომხმარებელთა რაოდენობა -35%-ია. სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა პოპულარული საიტების უმრავლესობაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები