მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები ყველაზე მეტი ელექტრომობილით

5bd7108bdcdb6
მარიამ ადამია
29.10.18 21:00
857

განახლებულ აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილები ივლის - ასეთია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გეგმა, რომლის თანახმადაც, აბასთუმნის მოსახლეობისთვის ელექტრომობილების დარიგებას და ახალი ავტოსადგომის აშენებას განიხილავს. იდეის განხორციელების შემთხვევაში კი, აბასთუმანი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქი გახდება.

მისივე თქმით, აბასთუმანში 800 ოჯახი ცხოვრობს და ზოგს უყიდის ელექტრომანქანას, ხოლო ზოგს სხვა მხრივ დაეხმარება. ივანიშვილი, რომელიც ხშირად ისვენებს აბასთუმანში, განმარტავს, რომ სწორად განვითარების შემთხვევაში ათი წლის შემდეგ საქართველო შეიძლება, გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც მხოლოდ ელექტროავტომობილები იმოძრავებენ.

თუმცა, თუკი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომანქანების რაოდენობას გადავხედავთ, ჩანს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიონი ელექტრომანქანა მოძრაობს. გარდიანის ინფორმაციით, მათ მიმართ დაინტერესება ხელისუფლებისა და ავტომწარმოებლების მხრიდან ყოველწლიურად იზრდება. ელექტრომობილებით მდიდარი ნომერ პირველი ქვეყანა კი ჩინეთია, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები CO2- ის შემცირების მიზნით ელექტრომობილების რაოდენობას ყოველწლიურად ზრდიან - მათი რაოდენობა, მილიარდ 400 მილიონიანი მოსახლეობის ჩინეთში, დღევანდელი მდგომარეობით - 1 245 000 უტოლდება.

ევროპაში კი, მთლიანობაში 943 700 ელექტრომანქანა მოძრაობს. მას ცოტათი ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატები - 764 700 -ით.

ხუთეულში სახელდება კალიფორნია - 365 000, ნორვეგია - 209 000, იაპონიაში - ჯამში 207 000 ელექტრომანქანაა, საფრანგეთში -149 000. დიდი ბრიტანეთში -137 000, გერმანიასა და ნიდერლანდებში კი - 129 და 121 ათასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები