ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე მორიგ კომენტარს აკეთებს. როგორც მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, საქართველოს მოსახლეობის მიერ ქვეყნის დაცვა და მტკიცე სიყვარული ამაოდ არ ჩაივლის.
"ზედიზედ 105 დღეზე მეტია, საქართველოში არაჩვეულებრივი ხალხი გამოდის ქუჩებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით და უარყოფს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამყიდველი რეჟიმის მაფიოზურ კორონაციას. მათი უდრეკი სიყვარული და დაცვა საქართველოსა და მისი მომავლის მიმართ ამაოდ არ ჩაივლის", - წერს ჯო უილსონი.
For over 105 consecutive days, the extraordinary people of Georgia have taken to the streets to demand free and fair elections, rejecting the mafia coronation of the CCP sellout regime. Their tenacious love and defense of Georgia and its future will not be in vain. 🇺🇸🇬🇪
— Joe Wilson (@RepJoeWilson) March 12, 2025