მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქვეყნის განვითარება იქმნება ინტელექტუალური ძალით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს საკმარისზე მეტი"

58133d373885f
ელენე გოგბერაშვილი
28.10.16 15:56
1642
"Doing Business-ში საქართველოს დაწინაურება არის ძალიან დიდი წარმატება", - ასე გამოეხმაურა "თი ბი სი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს 7 საფეხურით დაწინაურებას. როგორც "ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე ხაზარაძემ განაცხადა, ეს რეიტინგი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას და სწორი მიმართულებით ვითარდება.

"ეს არის ძალიან დიდი წარმატება, როცა მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო გადადის რამდენიმე საფეხურით წინ. ეს იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანა მყარად დგას განვითარების გზაზე, ქვეყანა მყარად დგას რეფორმების გზაზე. ამ დგომარეობას სჭირდება მხარდაჭერა, სჭირდება განვითარება, რისი ბერკეტიც არის ახალგაზრდული ძალა, ახალი სტარტაპები და ის ადამინიები, ვინც იგონებენ და ქმნიან. მათ სჭირდებათ მხარადჭერა, რადგან ქვეყნის განვითარება იქმნება ინტელექტუალური ძალით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს საკმარისზე მეტი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები