მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყნის გაყიდვით ვართ დაკავებული, რათა ინვესტიციები მოვიზიდოთ"

5b2d044508499
მაია ბიწაძე
22.06.18 19:20
1516
"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ინვესტორებისთვის არამხოლოდ საქმიანი კუთხით, არამედ სხვა ბევრი მიმართულებით არის მიმზიდველი ქვეყანა. ამის შესახებ მან გადაცემის "ანალიტიკა" ეთერში განაცხადა.

"ვინც ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ვსაქმიანობთ ძირითადად ქვეყნის გაყიდვით ვართ დაკავებული და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ უნიკლაური ქვეყანა, სადაც ინვესტიციის განხორციელება არამხოლოდ უსაფრთხო, სარფიანი, სტრატეგული კუთხით მიმზიდველია, არამედ სასიამოვნოცაა. ამაში ძალიან გვეხმარება ჩვენი კულტურა, ისტორია, სტუმართმოყვარეობა, სითბო, ჩვენი ადამიანები, ის რომ საქართველოში ღვინო რვა ათასი წლის წინ შეიქმნა. ეს ყველაფერი უქმნის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მას "ანაკლია სითი"-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილიც ეთანხმება, თუმცა აცხადებს რომ ქვეყანაში ინვესტიციის მოზიდვას რამდენიმე წელი სჭირდება.

"ინვესტიციის მოზიდვას და განხორციელებას რამოდენიმე წელი სჭირდება. ანაკლიის პორტის შემთხვევაში ჩვენ ვყიდით მარშრუტს, რომელზეც საქართველოა, შემდეგ ვყიდით ქვეყანას და შემდეგ ვყიდით კონკრეტულ პროექტს. აქედან გამომდინარე, ვიდრე ჩვენ თითოეულ კონკრეტულ პროექტზე დავალთ, ძალიან ბევრი სამუშაოა გასაწევი. Panasonic-ის მაგალითს მოვიშველიებ: სამწლიანი შესწავლის შემდეგ გადაწყვიტა ამ კომპანიამ, რომ თავისი სერვისები ჰამბურგიდან თბილისში გადმოეტანა. დღეს "პანასონიკი" თავის დისტრიბუციას და შეფუთვას თბილისიდან ახორციელებს, მაგრამ ამისთის მას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. შემდეგი კომპანიის შემოყვანა უფრო ადვილი იქნება, რადგან ასეთი მაგალითები უკვე არსებობს ქვეყანაში“ - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები