მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე მომზადებული გზამკვლევი ტურიზმის ინდუსტრიაში ხარისხიან ინვესტიციებს წაახალისებს - დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გზამკვლევი მომზადდა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს გზამკვლევი საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში ხარისხიან უცხოურ ინვესტიციებს წაახალისებს.

„დღეს ჩვენ ასევე კონკრეტიკაზეც ვისაუბრეთ - წარმოდგენილი პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ეს საინტერესო გზამკვლევია, რომელიც ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მომზადდა და ვფიქრობ, საქართველოში წაახალისებს ტურიზმის ინდუსტრიაში ხარისხიან, მათ შორის უცხოურ ინვესტიციებს.

ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად საქართველოში მეტი ტურისტის მოზიდვის საკითხზე, გვქონდა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყანასთან - თუ როგორ წავახალისოთ საქართველოში ტურისტების რიცხვის ზრდა, ეს იქნება მაგალითად მედია-ტურები, ცნობადობის გაზრდა და ა.შ. კიდევ ბევრი დეტალი მათ შორის თანამშრომლობის მემორანდუმებში აისახება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები