ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დავით ჯავახაძეს ვესაუბრებით დაანონსებული ლოგისტიკური ცენტრების შესახებ თბილისსა და ქუთაისში. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ უკვე მზად არის საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა. ამ კვლევის საფუძველზე გამოცხადებულია ინვესტორთა მოსაზიდად ღია ტენდერი. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 ლოკაცია - აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის ლოგისტიკური ცენტრი, კუმისში) და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ (ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი). ვიცით ისიც, რომ მთავრობის შეფასებით, თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარებით 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
სტუმარი: დავით ჯავახაძე - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე


































