მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნის საზღვარზე 3 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

5d7ccf42e8594
BM.GE
14.09.19 15:20
890
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 10-13 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – "წითელი ხიდი" და "სარფი", სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები