მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის შიგნით ევროპულად უნდა ვიცხოვროთ - კახა კალაძე

კალაძე

კახა კალაძემ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ „იმედის“ ერთში ისაუბრა.

მისი თქმით, კანდიდატის წევრობა გრძელვადიანი პროცესია და იგი ეთანხმება რეფორმების განხორციელებას, რამაც ქვეყანა საბოლოო მიზნამდე, ევროკავშირში გაწევრიანებამდე უნდა მიიყვანოს.

დედაქალაქის მერი, ამბობს, რომ მოსახლეობამ ქვეყნის შიგნით ევროპულად უნდა იცხოვროს და საკუთარი კითხვის პასუხად განმარტა, რა არის ევროპელობა.

„რა არის ევროპულობა? - ეს არის, ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებები, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი. ბევრი მიმართულებით შეგვიძლია ვისაუბროთ რა ხდებოდა ქვეყანაში და ეს ყველაფერი როგორ შეიცვალა.

ევროპულად უნდა ვიცხოვროთ ქვეყნის შიგნით; თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცხოვროს ევროპულად და ეს დამოკიდებულება უნდა იყოს საზოგადოებაში“, - განაცხადა მან.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ დღეს რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, არის იმ პოლიტიკის და თანმიმდევრულობის შედეგი, რომელიც "ქართულ ოცნებას" 2012 წლიდან დღემდე აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები