მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნის შიგნით ვიზიტების რიცხვი გაიზარდა, თუმცა, დანახარჯები შემცირდა

5d7b5758bfc4b
ელენე გოგბერაშვილი
13.09.19 13:00
760

საქსტატის მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 949.7 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. 

აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.9%-ით აღემატება 2018 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებს.

2019 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 118 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 9.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 12.4 ლარით და 106.1 ლარს უტოლდება.

2019 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (50.3%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში (საშუალოდ 276.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 215.7 ათასი ვიზიტი თვეში) განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები