მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქვეყნის შიგნით ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული და მუშაობს გამართულად"

5789f2a4a8173
BM.GE
16.07.16 12:35
1233
"ქვეყნის შიგნით ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული და მუშაობს გამართულად“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულია შეზღუდვები.
 
ვიცე-პრემიერის განმარტებით, უკვე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარია თურქ კოლეგასთან.

"მინდა დავადასტრო, რომ ამ დროისთვის საზღვარზე ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი მოქალაქეებისთვის თურქეთის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებულია შეზღუდვები. ასევე ჩვენ გვქონდა რამოდეიმე მიმართულებით შესათანხმებელი საკითხები და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კეთდება მაქსიმუმი. მსტამბოლის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები. ავიაკომპანია ატლასგლობალმა მიიღო გადაწყვეტილება და დღეს 16:20 წუთზე დაინიშნა ფრენა. ასევე იქ არის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. პრობლემა არის ის, რომ აეროპორტში თანამშრომლებსაც არ აქვთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. შესაბამისად ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისთვის.

პრაკტიკულად ყველა დონეზე არის კონტაქტი. საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა თავის კოლეგას და ყოველწუთიერად გვაქვს კონტაქტი.

რაც შეეხება ქართულ ანსამბლს საკონსულო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა დახვდეს მათ და მშვიდობიანად გადმოიყვანოს საქართველოში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები