პირველმა ქართულმა ეკომეგობრულმა ბრენდმა TENE-მ, რომელიც ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას რეალურ პროდუქტად აქცევს, გარემოსდაცვითი ინიციატივის ფარგლებში დაგროვილი პლასტმასის ბოთლების ალტერნატიული გამოყენების გზა იპოვა და მათგან საპრესი საამქროსთვის კედელი ააშენა. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"ქვიშიანი ბოთლი ბლოკის ნაცვლად - როგორც იცით ჩვენს ოფისში შევწყვიტეთ პლასტმასის მიღება მეორადი პლასტმასის ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო.
თუმცა გვაქვს დარჩენილი დიდი რაოდენობით შეგროვილი მასალა, რომლის რეალიზაციასაც ვერ ვახერხებთ, ამიტომ ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა გადავწყვიტეთ ბლოკის ნაცვლად გამოგვეყენებინა და აგვეშენებონა ჩვენი საპრესი ცეხისთვის კედელი!
თუ დაგაინტერესებთ, თქვენც გაგიკეთებთ!", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























