ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგა, საერთაშორისო თასი 2024 17-დან 21 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ტურნირში შვიდი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. A ჯგუფის სამი გუნდი - საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის ა დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებენ, ხოლო B ჯგუფის გუნდები უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი - საერთაშორისო სარეიტინგო ფარლგლებში იასპარეზებენ.
ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გააგრძელებენ ასპარეზობას და ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.
აღნიშნული ტურნირისთვის, ბათუმის ბულვარში ახალი სტადიონი აშენდა. არენა 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს.
ცნობისთვის, კოკა-კოლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორი და მხარდამჭერია. აქედან გამომდინარე კომპანია, ისევე როგორც ფედერაციის ყველა სხვა პროექტში, ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგის მხარდაჭერაშიც არიან ჩართულები.
ადგილზე კოკა-კოლას მოწყობილი ექნება სპეციალური სივრცეები, სადაც უზრუნველყოფენ გულშემატკივრების სიგრილეს, კომფორტსა და კარგ განწყობას.
საქართველოს ნაკრები 17 ივლისს დაიწყებს ჯგუფურ ეტაპს, სადაც ლიეტუვას დაუპირისპირდება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 19 ივლისს უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ორივე შეხვედრა 19:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას კოკა-კოლამ სხვადასხვა პრიზებთან ერთად, სამ ადამიანზე გაათამაშა საგზურები საქართველოს ეროვნული ნკარების ყველა თამაშზე, ხოლო ერთმა ადამიანმა ორ კაციანი საგზური მოიგო ევრო 2024-ის ფინალურ მატჩზე, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და ინგლისი დაუპირისპირდნენ.