მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვლივიძის N34-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

5d5e9b2f69f79
BM.GE
22.08.19 17:40
775
ჩუღურეთის რაიონში, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ქვლივიძის N34-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

როგორც ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდა.

დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.აღნიშნულ მისამართზე ცხრა ოჯახი ცხოვრობს.



სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს "მიზანი" ასრულებს. მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის 11 საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო 10 მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები