"ჯორჯიამ ეარვეისმა", ისევე როგორ სხვა კომპანიებმა, რომლებიც რუსეთის ბაზარზე მუშაობდნენ, დანაკლისი განიცადეს. ეს ეხება ავიაკომპანიებს, ისევე როგორც სასტუმროებსა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებს", - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ქვრივიშვილის განმარტებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძირითადი მისია გულისხმობს იმას, რომ როგორც ქვეყნის, ისევე კერძო სექტორის შესაძლო ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
"ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდებოდა ქვეყნის პოზიციონირებისთვის რუსეთის ბაზარზე, ამან დღეს უკვე გამოიღო ის შედეგი, რომ მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომელიც მიმდინარეობს, ადამიანებს მაინც აქვთ იმის სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ.
ჩვენ ბუნებრივია, მოხარულები ვართ და მივესალმებით, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, ტრადიციული თუ არატრადიციული, რომელსაც ამის სურვილი აქვს, ჩვენ ქვეყანაში შემოვიდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საჭირო ინფრასტრუქტურა თუ პროდუქტი დახვდეთ იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელიც მათ უკან ჩამოსვლის სურვილს განაპირობებს", - განმარტა ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების გავლენით "ჯორჯიან ეარვეისმა" დაახლოებით, 25 მლნ დოლარის ზარალი მიიღო. ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანიას რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება მოუწია.

























