მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აჩუქო მეგობარს თუ სეკრეტ სანტა ხარ? - ბიტკოინი (რ)

რა აჩუქო მეგობარს თუ სეკრეტ სანტა ხარ
22.12.23 14:00
351

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო რთული და დამღლელია მეგობრებისთვის საჩუქრების შერჩევა. კრიპტალისა და WOWchy-ის მეგობრობით კი, ახლა შეგიძლია სხვას ბიტკოინი აჩუქო და ამ ბლოგში გეტყვით, როგორ გააკეთო ეს მარტივად.

ახალი წელი მოახლოვდა!

ახალი წელი მოახლოვდა, ეს პერიოდი კი, საჩუქრების მიმოცვლის სეზონია. უამრავი ადამიანი თამაშობს სეკრეტ სანტას და ფიქრობს, რა აჩუქოს ოჯახის წევრს, მეგობარს თუ თანამშრომელს.

თუმცა ოპტიმალური და ყველასათვის მოსაწონი საახალწლო საჩუქრის შერჩევა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გინდა რომ შენი საჩუქარი უნიკალური და თანაც ფასეული იყოს.

კარგი საჩუქარი ისეთი უნდა იყოს, შენც რომ გაგიხარდება, საუკეთესო საჩუქარი კი, სხვისთვის მისაცემად დასანანიც. სწორედ ამიტომ, კრიპტალი და WOWchy საახალწლოდ დამეგობრდნენ და ახლა, ბიტკოინის სასაჩუქრე ბარათების ჩუქება შეგიძლია ნებისმიერი ადამიანისთვის.

წარმოიდგინე საჩუქარი, რომელიც უკლებლივ ყველა ადამიანს გაუხარდება საახალწლოდ და თან შენთვისაც მარტივი ასარჩევია, ქაოსურ შოპინგზე სირბილის ნაცვლად სახლიდან, ონლაინ შეძლებ მარტივად ყიდვას, სწორედ ეს არის Cryptal-ის ბიტკოინის ვაუჩერი.

რა არის Cryptal-ის ვაუჩერი?

Cryptal-ის ბიტკოინის ვაუჩერი არის საჩუქარი, რომელსაც სანტაც კი ვერ მოიფიქრებდა. მისი დახმარებით შეგიძლია ნებისმიერ ადამიანს მისცე შესაძლებლობა კრიპტოში ფეხი შემოდგას და პირველი ნაბიჯები გადადგას.

ვაუჩერში მაგიურად ჩაქსოვილია 50, 100, 200 და 500 ლარის ღირებულების ბიტკოინი, რომელიც შემდეგ ახალ წლამდე შეიძლება გაცილებით მეტიც ღირდეს, ასე რომ ეს უბრალო საჩუქარი არ არის, ის მუდმივად მზარდი ინვესტიციაა და ადრესატს მხოლოდ ერთხელ სულაც არ გაახარებ.

მაგალითად, სანტას წინა წელს შენთვის რომ მოეტანა კრიპტალის 500 ლარიანი ბიტკოინის ვაუჩერი საჩუქრად, ახლა შენი საჩუქრის ღირებულება 1343 ლარის ტოლი იქნებოდა, რადგან მხოლოდ 2023 წელს ბიტკოინი საშუალოდ 150%-ით არის გაზრდილი.

გახსოვდეს, სულაც არ არის საჭირო რომ კრიპტოვალუტა კარგად გესმოდეს, ყიდვას შეძლებ მარტივად, რაოდენობა კი შეზღუდულია, დაასწარი მრავალს!

რატომ უნდა ვაჩუქო ბიტკოინი?

  • ყიდვა მარტივია - არ გიწევს ხალხით სავსე მაღაზიებსა და მოლებში სირბილი. შენი სავარძლიდან, სახლიდან გაუსვლელად, შედიხარ საიტზე და ერთი კლიკით ყიდულობ.

  • დასამახსოვრებელი საჩუქარია - შესაძლოა აქამდე ახალ წელს არავის არავისთვის უჩუქია კრიპტოვალუტა და ბიტკოინი, ამიტომ შენი საახალწლო საჩუქარი ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება!

  • უნივერსალურია - ადრესატს შეუძლია შენი ნაჩუქარი ბიტკოინი ძალიან მარტივად გადაცვალოს ლარში და ის სურვილისამებრ დახარჯოს, ან საერთოდ შეინახოს და ბიტკოინის 100,000-მდე ასვლას დაელოდოს! ბიტკოინი უნივერსალური საჩუქარია.

  • განსხვავებულად ღირებულია - ბიტკოინი დიდი საინვესტიციო პოტენციალით გამოირჩევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ფასი შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს. მხოლოდ 2023 წელს Bitcoin-ის ღირებულება 158%-ით არის გაზრდილი. ასე რომ, შენი საჩუქრის ღირებულება შესაძლოა ერთ წელში სრულიად განსხვავებული იყოს, ვინაიდან ბიტკოინი მუდმივად ზრდისაკენ არის მიდრეკილი.

გარდა ამისა, ალბათ ყველა ჩვენგანს გვინანია, რომ უფრო ადრე არ ვიყიდეთ კრიპტოვალუტა და ბიტკოინი. განსაკუთრებით 2017 წლის ბუმის შემდგომ, რა დროსაც ბიტკოინის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა გახსოვდეს, კრიპტოვალუტაში ფეხის შედგმა არასდროს არის გვიანი და ახლა, კრიპტალის ბიტკოინის ვაუჩერის დახმარებით შენ ადამიანს კარს უხსნი ამ დიდ სამყაროში და სთავაზობ დაუვიწყარ საჩუქარს, რომელმაც შესაძლოა მისი ცხოვრება რეალურად შეცვალოს.

როგორ ვაჩუქო ბიტკოინი?

საახალწლო საჩუქრის ჩუქება ასე მარტივი არასდროს ყოფილა. სადაც არ უნდა იყო ახლა, სახლში, სამსახურში თუ გარეთ მეგობრების გარემოცვაში, ბიტკოინის ჩუქება მარტივად ონლაინ შეგიძლია. როგორ გააკეთო ეს?

  • შედიხარ WOWchy -ზე
  • ირჩევ სასურველ ვაუჩერს - 50, 100, 200 ან 500 ლარის ღირებულების ბიტკოინი
  • აკლიკავ შეძენას
  • პრომო კოდს მიიღებ შენს მიერ მითითებულ მეილზე
  • ადრესატს Cryptal-ზე რეგისტრაციისას პრომოკოდი შეჰყავს მითითებულ ველში.

და სულ ეს არის, ბიტკოინი შენს კრიპტალის საფულეშია და ახლა შეგიძლია სურვილისამებრ განკარგო ის.