მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აჩვენა ელექტრონული ვაჭრობის სექტორის კვლევამ?

BM.GE
21.07.21 12:28
476
Galt& Taggart-ის ელექტრონული კომერციის სექტორზე მომზადებული კვლევის მიხედვით, COVID-19 პანდემიის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც ადგილობრივი ბაზრის ზომა წლიურად 3.2-ჯერ გაიზარდა 138 მლნ ლარამდე 2020 წელს. 

ამასთან, სწრაფი ზრდის მიუხედავად საქართველოში ელ-კომერციის წილი საცალო ვაჭრობაში 1.1%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს - მაგალითისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი ევროპაში 12%-ია. საქართველოში ასევე დაბალია ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე - 950 ლარი 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება.

რომელია ელექტრონული კომერციის პოპულარული კატეგორიები, რა პერქპექტივა ჩანს და რა სჭირდება ბიზნესს ამ მიმართულების წახალისებისათვის?

სტუმარი: ნინო პერანიძე - Galt&Taggart, უფროსი ანალიტიკოსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები