2023 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით იყო განპირობებული, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.71 პროცენტული პუნქტი შეიტანა. საერთო ხარჯის რა წილი მოდის დასაქმებულთა ხელფასებზე და როგორია ბიზნესის მოლოდინები უძრავი ქონების ფასებთან მიმართებით?