დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატის" და "ბიქეი ჰოლდინგის" მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის თქმით, რეკორდულად გაზრდილი ნებართვების მიუხედავად, უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების წინაპირობა არ არსებობს. მეტიც, მისი თქმით, მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
როგორც ბურდილაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განმარტა, დღემდე ქართულ რეალობაში ერთ ბინაზე შინამეურნეობების ზომა (3,5) ევროპულს (2,0) მნიშვნელოვნად აღემატება, მის დაკმაყოფილებას კი 10 მლნ კვ.მ-ის მშენებლობა სჭირდება. კომპანიის გათვლებით საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეტაპობრივად მოხდება ამორტიზებული ობიექტების ახლით ჩანაცვლება, რაც ბაზარზე მოთხოვნას დაასტიმულირებს.
კომპანიის გათვლებით, არსებული ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პირობებში, საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს, ეს კი გაზრდას ხელმისაწვდომობას იპოთეკურ სესხებზე. როგორ უყურებს ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სექტორის განვითარების პოტენციალს თბილისსა და რეგიონებში
სტუმარი: ირაკლი ბურდილაძე - "თეთრი კვადრატის" და "ბიქეი ჰოლდინგის" მმართველი პარტნიორი