ქვეყანაში 2030 წლამდე განახლებადი ენერგიების წილი 24,4 პროცენტი უნდა იყოს.- ეს განცხადება დღეს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ენერგეტიკულ ფორუმზე გაკეთდა. მიუხედავად ბოლო წლებში ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი აჩქარდა, მაინც გამოწვევად რჩება საკითხები, რაც სახელმწიფოს გეგმას აღნიშნული სადგურების წილის გაზრდასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რა ძირითად გამოწვევებს აწყდებიან ქვეყანაში ქარისა და მზის სადგურების მშენებელი კომპანიები, რამდენად ხდება არსებული რესურსის ათვისება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათი წილი საერთო გენერაციაში გაიზარდოს?