გადაზიდვებსა და საფოსტო მომსახურების სფეროში შეფერხებებია და ეს ომიკრონის შტამით არის გამოწვეული. ამერიკის საფოსტო მომსახურების კომპანიებში დასაქმებულთა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც მუშა ხელის დეფიციტს იწვევს. ქართველი მომხმარებლები ხშირად უკმაყოფილებით აღნიშნავენ ამერიკიდან ამანათების დაგვიანებით ტრანსპორტირებაზე. აღნიშნულზე BMG დაუკავშირდა, იმ კომპანიებს, რომლებიც გადაზიდვასა და საფოსტო მომსახურებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო ბაზრებიდან საქართველოში. გადამზიდავების ნაწილი ადასტურებს, რომ ძირითადი პრობლემა ამერიკის საფოსტო კომპანიებს აქვთ, რაც რამდენიმე თვეა გრძელდება.