საქართველოს წელს, 3 თვეში აზერბაიჯანის ბაზარზე აგროპროდუქტების ექსპორტი 3-ჯერ გაეზარდა.
უფრო კონკრეტულად, ქვეყანამ აზერბაიჯანის ბაზრიდან პირველ 3 თვეში $4,5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $1,3 მლნ-ს შეადგენდა.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით აზერბაიჯანში ექსპორტი 66%-ით გაეზარდა. 2023 წელს თუ ამ ბაზრიდან ქვეყანამ $3,5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $5,8 მლნ-მდე გაიზარდა.
აზერბაიჯანში გაყიდული TOP 5 აგროპროდუქტის ჩამონათვალი ასეთია (2025/3 თვე):
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - $4,6 მლნ;
- ახალი ან გაცივებული არასათესლე კარტოფილი - $2,5 მლნ;
- ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან გამხმარი - $1,5 მლნ;
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული - $501 ათასი;
- ზეთი ქოქოსის, პალმის ნაყოფის გულისა ან ზეთი ბაბასუსი და მათი ფრაქციები - $307 ათასი.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ წელს, 3 თვეში აზერბაიჯანიდან $1,9 მლნ-ის აგროპროდუქტი შეიძინა. თუმცა გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 43%-ით ნაკლები იყო და $1,1 მლნ-ს შეადგენდა.
საქართველოს გასულ წელს აზერბაიჯანის ბაზარზე იმპორტი 0.4%-ით შეუმცირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს თუ საქართველომ $10,4 მლნ-ის აგროპროდუქტი იყიდა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი $10,5 მლნ-ს შეადგენდა.
აზერბაიჯანიდან საქართველოს მიერ შეძენილი TOP 5 აგროპროდუქტების ჩამონათვალი ასეთია (2025/3 თვე):
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე -$2.5 მლნ;
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული -$1 მლნ;
- თხილი და სხვა კაკალი - $847 ათასი;
- ჩაი - $628 ათასი;
- მარგარინი - $533 ათასი.




























