მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა (არ)გაკეთდა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში - როგორ მიმდინარეობს რეფორმა?

დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში 2023 წელს სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებს ჯამში 1 277 ერთეული ქონება გადაეცათ - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომლითაც პრემიერი პარლამენტის წინაშე 28 ივნისს უნდა წარდგეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ფისკალური დეცენტრალიზაციის მიმართულებით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის მუნიციპალიტეტებს მიეცათ დამატებითი სახის მოსაკრებლის შემოღების უფლება და გაიზარდა მშენებლობის ნებართვისთვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობაც. ანგარიშის თანახმად, ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში 2023 წელს, მუნიციპალიტეტებმა დაახლოებით, 1.6 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით, 781 მილიონი ლარით ანუ 96%-ით მეტია.

სტუმარი: ირაკლი მელაშვილი - თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები