მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის #ბრომატი?

რა არის ბრომატი და რა საფრთხეების შემცველია ის. წყლის ოზონირება სადეზინფექციო პროცესის ერთ-ერთი მეთოდია,რომელიც წყლის წარმოებისას გამოიყენება. ოზონირება წყალს წარმოების პროცესში ისეთი მავნე ნივთიერებების რისკებისგან იცავს, როგორიც შეიძლება იყოს: ობი, სოკო, მავნე მიკროორგანიზმები, ბაქტერიები და ვირუსები.ოზონი შლის და წყალში სხვა და სხვა მიკროორგანიზმებს ანადგურებს. ძლიერ მჟანგავი ოზონი მიკროორგანიზმში აღწევს და მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს (დნმ, ცილები, ფერმენტები და რნმ) ჟანგავს. წყლის ოზონირების დოზის და არასწორი რეჟიმის შერჩევისას, წყალში შეიძლება სხვა დაჟანგვის არასახარბიელო პროდუქტები წარმოიქმნას, რომლებიც დასუფთავების პროცესის დროს ძნელად გასაუვნებელია და შეიძლება იყოს უფრო ტოქსიკური, ვიდრე საწყისი დამაბინძურებელი. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ბრომატი.

შესაბამისად, ბრომატი შეიძლება წარმოიქმნას წყალში ოზონირების დროს, თუმცა რაც უფრო ნაკლებია ოზონის დონე წარმოებისას, მით უფრო იკლებს ბრომატის შემცველობა წყალში. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბრომატი, როგორც ქიმიური მავნე ნივთიერება, აღიარა როგორც მომწამვლელი კანცეროგენი.

რაც შეეხება საქართველოს, ამ თემით მას შემდეგ დავინტერესდით რაც "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პორტფელში რეგისტრირებული ბრენდი, წყალი “მთის” ახალ ეტაპზე გადავიდა, გაიხსნა დამოუკიდებელი ქარხანა, სადაც წყალი ინოვაციური და განახლებული დანადგარების მეშვეობით იწარმოება. განახლებულ შეფუთვასთან ერთად მნიშვნელოვანი სიახლეა, ისიც რომ წყალი “მთის” წარმოებულ პროდუქციაში ბრომატის 0%-იანი შემადგენლობაა. საქართველოს კანონმდებლობით - საქართველოს მთავრობის დადგენილება N26 ბრომატის დონე არ უნდა აღემატებოდეს 3ppb - ს (0.003 mg/l). სურსათის ეტიკეტირების წესში არ არის შეტანილი ვალდებულება ბრომატის შემცველობაზე პროდუქტზე დატანის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები