მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ჯანდაცვის ტელემედიცინა და როგორ იყენებს მას საქართველო - დავით მრელაშვილის მოსაზრება

დავით მრელაშვილი

BMGTV-ის ტელეგადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” საუბარი შეეხო, უახლეს მონაცემებს ტელემედიცინასთან და სიცოცხლის მეცნიერებების სხვა ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქიდან, რომ სამყაროში ყოველდღიურად ახალი, ციფრული გადაწყვეტების მომსწრენი ვართ და კაცობრიობის მომავალიც განვითარების სწორედ ამ გზას ადგას, “ჯანდაცვის სტანდარტში” სტუმართან ერთად რამდენიმე თემა გაიშალა, ტელემედიცინა, ხელოვნური ინტელექტი და სიცოცხლის მეცნიერებების სხვა ახალი ტექნოლოგები.

დავით მრელაშვილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოშიც მოღვაწეობს და მედიცინაში თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს, BMG-თან ხსნის, თუ როგორ იყენებს ჯანდაცვის ინდუსტრია ტელემედიცინას.

“ტელემედიცინა, იგივე მედიცინაა, რომელიც ოპერირებს დისტანციურად. ექიმიც იგივეა, პაციენტიც, უბრალოდ კავშირია ციფრული, რომელიც ეფექტურს ხდის კლინიკურ პრაქტიკას და ამცირებს დროს, რომელიც საჭიროა პაციენტებისთვის სამკურნალოდ", - ამბობს ის.

BMG-ის კითხვაზე, რა სჭირდება საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მეტად გაციფრულებისთვის და ტელემედიცინის განვითარებისთვის, დავით მრელაშვილს რამდენიმე მოსაზრება აქვს.

“ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა, საქართველოში დანერგილიყო, დაცული საერთო მონაცემთა ბაზა, რომელსაც ექნება პაციენტებზე ინფორმაცია, რადგან ყველა ექიმს ციფრულად ჰქონდეს ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობაზე. ასევე, ვფიქრობ, ტელემედიცინის მეტად განვითარება შეიძლება, მაგალითად კონსულტაცია მარტივად შესაძლებელია დისტანციურად მოხდეს და მიმართვებს უკვე ლაბორატორიაში გაიკეთებს პაციენტი. ერთი საფეხურით ზევით, ხელოვნურ ინტელექტზე რომ ვისაუბროთ, ვფიქრობ, აქ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს კანონით ნების დართვა, კერძო კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება და გასაქანი ხელოვნური ინტელექტი კერძო სექტორმა განავითაროს, რადგან საქართველოში ბევრი კარგი კლინიცისტი ექიმია, რომელთაც თუ მიეცემათ ამის საშუალება და ნება, ბევრი კარგი სამედიცინო ინოვაციის გაკეთება შეიძლება საქართველოში” - ამბობს დავით მრელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები