მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის კბილის იმპლანტი - ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა

რა არის კბილის იმპლანტი - ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა
20.08.25 18:44
824

კბილის დაკარგვა უამრავ პრობლემას იწვევს, დაწყებული ესთეტიკური დისკომფორტიდან, დამთავრებული ღეჭვის ფუნქციის დარღვევითა და თვითშეფასების დაქვეითებით. ბევრი ადამიანი ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას მოსახსნელი პროთეზებით, თუმცა, ხშირად ეს მეთოდი ვერ გვაძლევს ბუნებრივ და ხანგრძლივ შედეგს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე გზა არის კბილის იმპლანტი. ამ სტატიაში გაეცნობით, თუ რატომ არის კბილის იმპლანტი საუკეთესო არჩევანი, რა ფაქტორები ახდენს გავლენას კბილის იმპლანტის ფასზე და როგორ უნდა შეარჩიოთ სანდო სტომატოლოგიური კლინიკა.

რა არის კბილის იმპლანტი და რატომ არის ის საუკეთესო გამოსავალი?

კბილის იმპლანტი არის ხელოვნური ფესვი, რომელიც ტიტანისგანაა დამზადებული. კბილის იმპლანტი ერთგვარ საყრდენია, რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი. კბილის იმპლანტაცია არა მხოლოდ აღადგენს დაკარგულ კბილს ესთეტიკურად, არამედ აუმჯობესებს ღეჭვის ფუნქციას და ხელს უშლის ყბის ძვლის განლევას, რაც ხდება კბილის დაკარგვის შემდეგ. უფრო დეტალური ინფორმაცია იმპლანტაციის პროცედურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბლოგში: კბილის იმპლანტი.

როგორ შევარჩიოთ სტომატოლოგიური კლინიკა და რა ახდენს გავლენას ფასზე?

კბილის იმპლანტის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე: გამოყენებული იმპლანტის ბრენდსა და ტიპზე, ქირურგის გამოცდილებაზე, კლინიკის ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე და დამატებითი პროცედურების საჭიროებაზე (მაგალითად, ძვლის აღდგენა იგივე ძვლის პლასტიკა). ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი გააკეთოთ არა მხოლოდ ფასის, არამედ მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით. სანდო სტომატოლოგიური კლინიკა გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმებით.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ ამიერკავკასიაში ციფრული სტომატოლოგიის ლიდერია და გთავაზობთ იმპლანტაციის სერვისს უმაღლესი გერმანული სტანდარტებით. ისინი არიან მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის, Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორები, რაც პაციენტებს აძლევს უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას. აირჩიეთ სწორად სტომატოლოგიური კლინიკა, რათა აღიდგინოთ და დაიბრუნოთ თქვენი ოცნების ღიმილი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები