Medveritas Global ესაა პლატფორმა, რომელიც ქართველ პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს გაუმარტივებს წვდომას მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, ამერიკულ სამედიცინო ექსპერტიზაზე. თუ გაქვთ განსაკუთრებით რთული დიაგნოზი და გსურთ მისი გადამოწმება, ან გსურთ ყველაზე თანამედროვე მკურნალობის სქემების განხილვა, ახლა უკვე შეგიძლიათ საქართველოში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით მოისმინოთ წამყვანი ამერიკელი ექიმების მეორე აზრი. ასეთ დროს ყოველთვის საინტერესოა ვინ დგას პროექტის უკან.
"საქმიანი დილის” სტუმრები არიან Medveritas Global-ის დამფუძნებლები:
- თამარ ჭელიძე - Medveritas Global-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ექიმი, სამედიცინო მიმართულებისა და გლობალური ჯანდაცვის ლიდერი. ბიოტექნოლოგიურ კომპანია “Roche Diagnostics”-ის სამედიცინო და სამეცნიერო დეპარტამენტის ინფექციური დაავადებების სტრატეგიის ხელმძღვანელი.
- ნინო მიქაბერიძე - Medveritas Global-ის თანადამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი. სერტიფიცირებული რევმატოლოგი, Manhattan Pain Medicine-ის რევმატოლოგიურ განყოფილებისა და Hofstra/Northwell-ისა და ალბერტ აინშტაინის სამედიცინო სკოლების ასისტენტ-პროფესორი.
- მარიამ ჯაში - Medveritas Global-ის თანადამფუძნებელი, სტრატეგიისა და გლობალური პარტნიორობის დირექტორი, სეფსისის გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი და თბილისის სამედიცინო აკადემიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე


































