მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ნიდერლანდების ელჩის მუშაობის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში?

5fce5c23d6bb1
თამთა ჯიჯავაძე
07.12.20 20:42
749
რა არის ნიდერლანდების საელჩოს მუშაობის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში? - ამ შეკითხვას BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა უპასუხა.

მისი თქმით, საელჩოს ორი უდიდესი პრიორიტეტი აქვსმ რომელიც ფარავს ბევრ სხვა მიმართულებას.

„ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა რეფორმირების პროცესში, დემოკრატიზაციაში და იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „ასოცირების შეთანხმება“ მოიცავს. აქ შედის ბევრი სპეციფიკური რეფორმა. სასამართლო და კანონის უზენაესობა არის ერთ-ერთი მათგანი. ამ მიმართულებით რეფორმები განხორციელდა და ხორციელდება“, - აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს და მიმზიდველობას უცხოელი ინვესტორებისთვის.

ამას გარდა, ჰოლანდიელი დიპლომატის თქმით, პრიორიტეტია სოფლის მეურნეობასაც, - „ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ კარგები ვართ. ნიდერლანდები საკმაოდ პატარა და მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა ვართ. ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ და ვუზიარებთ კიდეც“, - აღნიშნა ნიდერლანდების ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები