მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ოპოზიციის მთავარი სისუსტე? - გია ნოდიას მოსაზრება

გია ნოდია

პოლიტოლოგმა გია ნოდიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ოპოზიციის იმ სისუსტეებზე ისაუბრა, რაც ამომრჩეველში დაბნეულობას იწვევს. ნოდია ამბობს, რომ პრობლემა დაქსაქსულობასთან ერთად არის ისიც, რომ ოპოზიციის მხარეს არ არის ქარიზმატული ლიდერი.

"ახლა, ოპოზიცია გზავნილებში ვერაფერს დაამატებს. ვფიქრობ, სასაცილოც კი იქნება, ახლა რომ პრინციპულად ახალი რამე მოიფიქრონ. ჩემი აზრით, ოპოზიციის დღევანდელი გზავნილები სრულიად ლეგიტიმურია. მთავარი სისუსტე არა გზავნილებში, არამედ დაქსაქსულობაშია.

ბევრი, პოლიტიკურად გათვითცნობიერებული და მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანიც აკრიტიკებს ოპოზიციას, რომ სად არის გზავნილები, პროგრამები, როგორ გააკეთებენ იმას, რასაც გვპირდებიან და ა.შ. მაგრამ მე ვთვლი, რომ ამომრჩევლისთვის ბოლო წლებში მთავარი პრობლემა ოპოზიციის დაქსაქსულობა და პოლიტიკური წონის არქონაა. მოსაზრება, რომ ეს ხალხი საერთოდ ვინ არის. გაერკვნენ ვინ ვისთან და რატომ არის. ამომრჩეველი ფიქრობდა, რომ შეუძლია ამ ხალხს ქვეყნის მართვა, შეიძლება ამ ხალხისთვის ქვეყნის ჩაბარება? კარგი, ბიძინა არ ვარგა, მაგრამ ამათ შეუძლიათ? ამომრჩევლისთვის ამ კითხვებზე პასუხი ბოლომდე ცხადი არ არის, იმიტომ რომ შეჩვეული ვართ, რომ ხელისუფლება რომ იცვლებოდა, იქ ერთი ძლიერი ლიდერი იყო მიშა, ბიძინა თუ ვინმე სხვა. ახლა, ოპოზიციაში ქარიზმატული ლიდერი ფაქტობრივად არ არის. სააკაშვილის ქარიზმაც გახუნდა. გასაგებია, რომ ციხეშია და ამიტომაც, მაგრამ არა მარტო ამიტომ.

ესეც, თუ გაიმარჯვა ოპოზიციამ და შეიცვალა ხელისუფლება, ეს პრინციპული სიახლე უნდა იყოს. როცა იცვლებოდა ხელისუფლება, ყოველთვის პრინციპული სიახლე იყო. აქაც რაღაც სხვაგვარად უნდა იყოს", - განაცხადა გია ნოდიამ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ოპოზიციის ის ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი იყოს, ნოდია პასუხობს, რომ პრეზიდენტს უფრო მეტად ფასილიტატორის როლი აქვს.

"მე მგონია, რომ უფრო ფასილიტატორი, სიმბოლური გამაერთიანებელია. რაღაც დონით გამოსდის, რაღაც დონით - არა. ახლაც როგორ გამოვა, ბოლომდე არ ვიცით. მაგრამ ფაქტია, რომ პოზიტივი მეტია, იმ აზრით, რომ მან შესთავაზა ოპოზიციას ქართული ქარტია და ამას საბოლოოდ მაინც დაეთანხმა ყველა", - თქვა ნოდიამ "წერტილში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები