მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზა? - თორნიკე მეტრეველის პასუხი

თორნიკე მეტრეველი

ლუნდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თორნიკე მეტრეველი ამბობს, რომ ახლა საქართველო არის კრიზისში და ამის უარყოფა არის წარმოუდგენელი. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების შეფასებისას ისაუბრა.

მისი თქმით, ის რაც ევროკავშირთან მიმართებით ბუნდოვანი იყო, ეს გაურკვევლობა აღარ არსებობს. მიღებული გადაწყვეტილებები კი არის ანტიკონსტიტუციური და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო, რამაც 28 ნოემბერს პიკს მიაღწია.

„მმართველ რეჟიმს ევროკავშირთან მიმართებაში რაც ჰქონდა ბუნდოვანება ამ დისკურსის, ეს გაურკვევლობა აღარ არსებობს. ეს არის ანტიკონსტიტუციური, ჩვენი რეფერენდუმის მიერ, ხალხის ხმის საწინააღმდეგო. ამ ყველაფერმა პიკი 28 ნოემბერს განიცადა. ეს არის სამოქალაქო ომის ნარატივი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, რელიგიური იდენტურობა, სადაც მიზანი საშუალებას არ ამართლებს და არ შეიძლება ამ თემების ინსტრუმენტალიზაცია. ისტორიული ტრაექტორიის ინსტრუმენტალიზაციაც არ შეიძლება და ეს არის საზოგადო კონსენსუსი", - ამბობს პროფესორი.

მისივე განმარტებით, ევროპული მომავლის რწმენა და საქართველოს ევროპული მომავალი თავად "ქართული ოცნების" ამომრჩევლების დაკვეთაც იყო. რაც კვლევებითაც დასტურდება.

"ახლა ჩვენ [ქვეყანა] რომ ვართ კრიზისში, ამის უარყოფა არის წარმოუდგენელი. ეს მოცემულობაა. არსებობს არჩევნები. ამით ხდება ლეგიტიმაციის დაბრუნება. ყველა თავდაჯერებული ძალა ამას აკეთებს. არის მეორე გზა, რომ ამ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების გაწვევა მოხდეს, რომლის თანახმადაც საქართველომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა. რაზედაც „ქართული ოცნების“ მხრიდან საუბარს ვერ ვხედავთ. ასევე, არის მესამე გზა, კრიზისის ძალისმიერ გადაჭრა, სანამ კრიზისი არ ჩაეხშობა. ეს ანახვებს მიმდინარე სოციალური მობილიზაცია, დეცენტრალიზაცია, პროტესტის მასშტაბურობა, როგორც თქვენ ახსენეთ, რომელიც არ არის მხოლოდ ქალაქის ცენტრის, ურბანული ან რომელიმე სოციალური კლასის პროტესტი, ეს არის დეცენტრალიზებული ეროვნული პროტესტი, სახელმწიფოებრიობის იდეის ირგვლივ. ძალისმიერი გზით ამის გადაჭრა არ გამოვა, არ არის ეფექტური“,- ამბობს პროფესორი.

მისივე შეფასებით, არ ღირს ამ პროცესების ძალისმიერი მეთოდებით ჩახშობა. ამიტომ, ერთადერთი გზა არის არჩევნები, რომელიც თავის მხრივ „ოცნების“ ამომრჩევლებს კითხვებზე პასუხს გასცემს და ლეგიტიმაციის საკითხს უფრო ცალსახას გახდის მათთვის, ვისაც მილოცვები აღელვებს. მეტრეველის თქმით, აღნიშნული ეკონომიკურ ქცევებზეც აისახება. შესაბამისად, იმისათვის, რომ საქართველო იზოლაციისკენ არ წავიდეს, გამოსავალი არჩევნებია, სადაც გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო ძლიერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები