მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციისთვის?

მთავრობა ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისევ აქტიურად საუბრობს და ამ კუთხით საქართველოში ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას ხედავს. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის 22-24 აპრილს, წყალტუბოში, პირველად ჩატარდება ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი კურორტის ხელმძღვანელი მიიღებს. „ღონისძიების საქართველოში ჩატარების შედეგად, მოხდება ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და ტურისტული პროდუქტების განვითარება“, - ნათქვამია ლევან დავითაშვილის მიერ პარლამენტში გაგზავნილ მოხსენებაში. რეალურად რა პოტენციალი აქვს ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარებას საქართველოში, რომელი ქვეყნებიდან შეიძლება მოვიზიდოთ ტურისტები და რა კეთდება და რა არის გასაკეთებელი ამ კუთხით, რომ პროცესები დაჩქარდეს?

სტუმარი: სალომე ყვავილაშვილი - თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები