მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო Google Pay-ს გამოსაყენებლად და რა შესაძლებლობებს იძლევა ის - "საქართველოს ბანკის" განმარტება

6374cf95cbfb6
გიორგი თოლორდავა
16.11.22 16:09
1067
გუშინ Google Pay ჩვენს ქვეყანაშიც გახდა ხელმისაწვდომი და "საქართველოს ბანკის" მომხმარებელს უკვე შეუძლია ამ სერვისით სარგებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ Google Pay-ს საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია თითქმის ყველამ შევიტყვეთ, მაინც დარჩა რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც პასუხის გასაცემად "საქართველოს ბანკის" გადახდების მართვის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსს, ანა ნინუას მივმართეთ.

რა არის საჭირო Google Pay-ს გამოსაყენებლად?

Google Pay-ს გამოსაყენებლად საჭიროა Android-ის საოპერაციო სისტემით (5.0 ან 5.0 ვერსიაზე მაღალი) აღჭურვილი მოწყობილობა რომელსაც აქვს NFC მხარდაჭერა.

რა პროცესი უნდა გაიაროს მომხმარებელმა აპლიკაციის დასაყენებლად?

აპლიკაციის დასაყენებლად მომხმარებელმა Google-ის Play Store-დან უნდა გადმოწეროს საფულე (Google Wallet). ინსტალაციის შემდეგ მომხმარებელს შეეძლება საქართველოს ბანკის მობაილ ბანკის მეშვეობით ბარათის დამატება ან საფულეში ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა.

სადაა შესაძლებელი Google Pay-ს გამოყენება და აქვთ თუ არა "საქართველოს ბანკის" ბანკომატებს მისი მხარდაჭერა?

Google Pay-ს გამოყენება შესაძლებელია ყველგან, სადაც ნებადართულია უკონტაქტო გადახდა. მომხმარებლებს შეუძლია საქართველოს ბანკის VISA და MasterCard ბარათებით ბანკომატიდან თანხის განაღდება.

იყო თუ არა "საქართველოს ბანკი" კომპანია Google-თან მოლაპარაკებებისა და მუშაობის პროცესში ჩართული?

პირველადი მოლაპარაკებების და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ბანკი იყო ჩართული გუგლთან კომუნიკაციაში. რაც შეეხება სამუშაო პროცესს, საგადახდო სისტემების (VISA, MasterCard, AMEX) დახმარებით ხდებოდა ტექნიკური სამუშაოების განხორციელება.


Google Pay-სთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ეწვიოთ ხშირად დასმული შეკითხვების პორტალს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები