მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის სელენის ძირითადი ფუნქცია?

ტყვიის ტოქსიკურობა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემაა და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზეც უარყოფითად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ტყვიის გამოყენება გარკვეულწილად კონტროლდება, ის კვლავ აქტიურად გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში. ტყვია საკმაოდ მდგრადია გარემოში და მისი უწყვეტი გამოყენების გამო მისი დონე იზრდება თითქმის ყველა ქვეყანაში, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ტყვიამ შეიძლება იმ პროდუქტებშიც შეაღწიოს, რომლებსაც ყოველდღიურად საკვებად ვიყენებთ. ტყვია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ საფრთხეს უქმნის ცენტრალურ ნერვულს სისტემას, ღვიძლს, თირკმელებსა და ძვლებს. ტყვია განსაკუთრებით საშიშია იმიტომაც, რომ ორგანიზმში მცირე დოზით არსებობისას პაციენტს ხილული და განსხვავებული სიმპტომები პრაქტიკულად არ აღენიშნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება ეს სელენია. სელენი ესენციური ელემენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმმა ის რეგულარულად უნდა მიიღოს საკვებიდან, ვინაიდან მისი წარმოქმნა თავად ორგანიზმს არ შეუძლია. სელენი როგორც მრავალი ფერმენტის მნიშვნელოვანი კომპონენტი არაერთ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: იმუნური სისტემის გამართული ფუნქციონირება, ანტიოქსიდანტური პროცესები, რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.

სტუმარი: ნათია ქათამაძე - "ენმედიცის" ენდოკრინოლოგი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები