მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ართულებს საქართველოში ბიზნესის წარმოებას? -არჩილ გაჩეჩილაძის პასუხი

5d3c405caf0df
თამუნა ქემერტელიძე
27.07.19 20:30
1746
რა არის ის მთავარი გამოწვევა, რომელიც განსაკუთრებით ართულებს საქართველოში ბიზნესის წარმოებას ?- ამ კითხვით საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს “ანალიტიკამ” მიმართა, რაზეც გაჩეჩილაძემ ცალსახა პასუხი გაგვცა.

“პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ სასამართლოს სისტემა იყოს უფრო ეფექტური. ამ მხრივ ბევრად დაჩქარდებოდა იმ პრობლემების გადალახვა, რომელსაც შეიძლება აწყდებოდეს ჩვენი კორპორატიული კლიენტურა. ასე უფრო გაგვიადვილებდა ეფექტური გადაწყვეტილების მიღება”-აცხადებს გაჩეჩილაძე.

ასევე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, საქართველოში კიდევ ერთ გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ბიუროკრატიის დაჩქარება დაგვეხმარებოდა განვითარებაში. ბევრი დადებითი აქვს საქართველოს მაგ: დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, დაბალი კრიმინალი... საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს, რომ უფრო სწრაფად და დიდი ნაბიჯებით განვითარდეს საქართველო, ამისთვის კი საჭიროა გამართული სასამართლო სისტემა და ეფექტური ბიუროკრატია”-აცხადებს გაჩეჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები