მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს უცხო ენა? - (R)

626bb406cc3f2
BM.GE
29.04.22 13:44
1277
რა ასაკში უნდა დავიწყოთ ბავშვებისთვის უცხო ენის სწავლება? ამ საკითხზე არაერთი კვლევა არსებობს, თუმცა, დასკვნა ერთია: ბავშებისთვის უცხო ენის სწავლება არასდროსაა ადრე. გამოცემა Scientific American-ის მიხედვით, იმისთვის, რომ უცხო ენაზე სრულიად თავისუფლად ისაუბროთ, ამ ენის შესწავლა 10 წლამდე უნდა დაიწყოთ.

გიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ აძლევს ენის სწავლება ბავშვებს მნიშვნელოვან სარგებელს.

· ბავშვები, რომლებიც მეორე ენის სწავლას 6-7 წლის ასაკში იწყებენ, ამ ენას ითვისებენ ზუსტად ისე, როგორც მშობლიურს. ამ ასაკში მათ არ ეშინიათ შეცდომების დაშვების, რაც შემდეგში ენის შესწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა.

· ადრეულ ასაკში მეორე ენის სწავლა ავითარებს პრობლემების გადაჭრის უნარს, კრიტიკულ აზროვნებას, მოსმენის უნარებს, მეხსიერებასა და კონცენტრაციას. ბავშვები, რომლებიც კარგად ფლობენ მეორე ენას, კრეატიულობითა და სისხარტით გამოირჩევიან.

· უცხო ენის შესწავლისას, ბავშვები სხვა ერის ისტორიას და კულტურასაც სწავლობენ. ეს, ერთი მხრივ, აძლიერებს მათ კავშირს ამ ენასთან, მეორე მხრივ კი, ცნობისმოყვარეობას, კულტურულ მგრძნობელობას და თანაგრძნობის უნარ-ჩვევებს ავითარებს.

· ზემოჩამოთვლილ უნარებს, რა თქმა უნდა, პირდაპირი გავლენა აქვს ბავშვის აკადემიურ წარმატებაზე. შედარებისთვის, ბავშვები რომლებიც ორ ენაზე საუბრობენ, უკეთ სწავლობენ კითხვას, წერას და მათემატიკასაც კი. ასევე, როგორც წესი, მათ უფრო მაღალი შედეგები აქვთ სტანდარტულ გამოცდებსა თუ ტესტირებებში.

· მეორე ენის ათვისება ადრეულ ასაკში, ტვინს ენების შესწავლაში შემდეგ წლებშიც დაეხმარება.


უცხო ენის გაკვეთილი და, ზოგადად, ბავშვის მიერ ენის შესწავლის მთელი პროცესი მის ზოგად განვითარებას უნდა პასუხობდეს. იმისათვის, რომ ეს პროცესი მრავალმხრივად სასარგებლო და საინტერესო იყოს, ეცადეთ მათ წამახალისებელი და აქტიური სასწავლო გარემო შეუქმნათ.

მაგალითისათვის, Super Minds წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლეს გამოცემას 5-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კურსი მოიცავს ასაკის შესაბამისი ინტერდისციპლინური თემატიკების: მათემატიკის, ლოგიკის, მეცნიერების, ისტორიისა და ლიტერატურის ინგლისურ ენაზე სწავლებას. ამავდროულად, დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარების განვითარებას.

Super Minds­-ის საგაკვეთილო პროცესი, კლასიკური სწავლების გარდა, ბავშვებისთვის საინტერესო, უამრავ სხვადასხვა ტიპის აქტივობას აერთიანებს, რის საფუძველზეც სწავლის პროცესი მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისოა.

პროგრამით სწავლების უფლება საქართველოში ბრიტანულ ცენტრს აქვს. კურსები 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა ხელმისაწვდომი და შესაძლებელია უფასო საცდელ გაკვეთილზე დასწრებაც.

მეტი ინფორმაციისთვის: www.bconline.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები