“გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციები გაიზრდება”- ამის შესახებ bm.ge-თან საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენმა ოთარ დანელიამ განაცხადა. როგორც დანელია ამბობს, 2023 წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენის აპარატი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს როგორც ინდივიდუალურად, ისე ასოციაციების ფორმატში ხვდებოდა. ჯამში აპარატის ინფორმაციით, 200-მდე შეხვედრა ჩატარდა. რა ძირითადი გამოწვევების შესახებ მიმართავდა კერძო სექტორი ბიზნესომბუდსმენს და იცვლება თუ არა წლიდან წლამდე პრობლემების შინაარსობრივი მხარე?