მოუწესრიგებელი გზები, საცობები, არარსებული სველი წერტილები და არაკვალიფიციური მძღოლები - ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ტურისტები საქართველოში აწყდებიან. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ხელისუფლების მხრიდან პრობლემების მოგვარების სურვილი არ ჩანს. ბიზნესში აღნიშნავენ, რომ დასახელებული პრობლემების მოუგვარებლობით, ქვეყნის ტურისტული იმიჯი ილახება, რაც საბოლოოდ, მაღალმხარჯველიანი მოგზაურების შემოყვანას აფერხებს.