მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აუფასურებს ლარს? - „რუსული კანონის“ გავლენა სავალუტო ბაზარზე

15 მაისს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ეროვნული ვალუტის პოზიციების დაკარგვა გუშინაც გაგრძელდა.

ეს იმ ფონზე რომ ეროვნულმა ბანკმა აჟიოტაჟური პროცესების შეჩერების არგუმენტით 60 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა. ცენტრალური ბანკის განმარტებით დოლარის ფასი ამ ვაჭრობისას 2.7580 შეადგენდა. სებ-ი რეზერვებიდან 60 მილიონის გაყიდვას იმით ხსნის, რომ ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა იყო დაფიქსირებული.

ეკონომისტების ნაწილი ლარის ბოლოდროინდელ მკვეთრ გაუფასურებას პარლამენტის მიერ ე.წ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას და მიმდინარე მოვლენების ფონზე ბიზნესისა და ინვესტორების განწყობის გაუარესებას უკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები