მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ახალი ცნებები გაჩნდა „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონში?

62360b207ba74
სალომე ჭიპაშვილი
19.03.22 20:40
3333
„მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონში გაჩნდა ცნებები: განთავსებული კაპიტალი, ნებადართული კაპიტალი და სარეზერვო კაპიტალი.

„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, შპს-ში, განსხვავებით სააქციო საზოგადოებისგან, განთავსებული კაპიტალი ფაკულტეტურია. თუ რას გულისხმობს ეს, „საქმიან დილაში“ სამეწარმეო საქმიანობის ექსპერტმა და ამ ახალი კანონის თანაავტორმა, გიორგი ჯუღელმა ისაუბრა.

„შპს-ს განთავსებული კაპიტალი შეუძლია ქონდეს იმ ოდენობითრამდენიც სურს, ან საერთოდ არ ქონდეს. შეზღუდვა მისთვის არც არჩევნის და არც ოდენობის თვალსაზრისით არ არის დადგენილი. დღეს განთავსებული კაპიტალის მიმართულებით ვალდებულება მხოლოდ სააქციო საზოგადოებას აქვს. ეს იდეა გადმოვიდა შპს-ზეც, რომლის მიზანი იყო ის მოქნილობა, რაც სააქციო საზოგადოებას ქონდა კაპიტალთან და აქციებთან დაკავშირებული უფლებების ფორმირებაში ჰქონოდა შპს-საც. ეს კანონმდებლობის მხრიდან შეთავაზებაა და არა შეზღუდვა.“- განაცხადა გიორგი ჯუღელმა.

მისივე თქმით, განთავსების კაპიტალის იდეა კრედიტორთა დაცვისთვისაა შემოღებული. ბუნებრივია კრედიტორებისთვის ეს ქონება, რომელიც უნდა შიტანონ პარტნიორებმა განთავსებულ კაპიტალში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი 2022 წლიდან ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები